2020-09-16 14:32:11
ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს რეგიონის ჩაკეტვას ან სხვა შემზღუდავ ღონისძიებებს – რიჟვაძე

ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს რეგიონის ჩაკეტვას ან სხვა შემზღუდავ ღონისძიებებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის პარალელურად გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქში შემოვიღოთ თერმოსკრინინგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიქმნება დამატებითი საკონტროლო პუნქტები, ან გატარდება საგანგებო სიტუაციასთან, ან საკარანტინო პირობებთან დაკავშირებული ღონისძიებები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამავე თემაზე