2020-09-16 14:25:17
მივმართავ „ქართულ ოცნებას" კითხვით, შედის თუ არა „ევროპულ საქართველოსთან" კოალიციაში - ნაცვლიშვილი

მივმართავ „ქართულ ოცნებას" კითხვით, შედის თუ არა „ევროპულ საქართველოსთან" კოალიციაში - ასე ეხმაურება, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი, „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ტელეკომპანია „მთავარის" ეთერში გააკეთა. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ: „არჩევნების მოგებას ჩვენ ვხედავთ, კოალიციური ხელისუფლების ფორმით, სადაც „ქართული ოცნება" იქნება წამყვანი".

ბექა ნაცვლიშვილმა, აღნიშნული განცხადება FACEBOOK-ზე პირდაპირი ჩართვის დროს გააკეთა, რადგან ის და მისი გუნდის წევრები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მან ასევე, აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის" არცერთი განაყოფის ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებს. 

„ნაციონალური მოძრაობის" განაყოფის, „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ის მზად არის შევიდეს კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან" პარლამენტში. იყო ეს წამოცდენა თუ იყო ეს, „ქართულ ოცნებასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის შეთანხმების ერთგვარი გათქმა, ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. მე მინდა „ქართული ოცნების" დეპუტატებს, ბიძინა ივანიშვილს, „ოცნების" ლიდერ შიფს დავუსვა ერთი კითხვა, არიან თუ არა ისინი მზად, შევიდნენ „ევროპულ საქართველოსთან", „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ განშტოებასთან კოალიციაში, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ერთგვარი ხაზის გადასმა, აბსოლიტურად იმ მონაპოვრისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა, სწორედ „ქართულ ოცნებასთან" ერთად, მოუტანა  2012 წლის პირველ ოქტომბერს, ამ ქვეყანას. ეს იქნება ყველა ამ ღირებულების, ყველა ამ პრინციპის ხაზის გადასხმა. იმიტომ რომ „ევროპულ საქართველოსთან" „ქართული ოცნების" კოალიცია იქნება, ყველა იმ ჩამყაყებული ეკონომიკური სისტემის შენარჩუნება, საყოველთაო ჯანდაცვაზე უარის თქმა, რომელიც აღარ არის საყოველთაო და გახდა მიზნობრივი, ანტისოციალური პოლიტიკის გაუარესება, შრომის კოდექსზე მთლიანად უარის თქმა, პროკურატურაზე და სასამართლოზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთში გადაინაწილებს ამ ორ სტრუქტურას და ეს იქნება საქართველოს განვითარების დასასრული.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა კითხვა დავუსვა „ქართულ ოცნებას" და მჭირდება ამაზე მკაფიო პასუხი, არამხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ მთელს საზოგადოებას, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის რომელიმე განაყოფთან, კოალიციაში შესვლას, იმიტომ რომ პირდაპირ ვამბობ, ჩვენ არ დავუშვებთ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლას, არც „ქართულ ოცნებასთან", არც დამოუკიდებლად, არც ერთი დანაყოფით და არც მეორე დანაყოფით, ამიტომ სჭირდება ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, კითხვაზე პასუხი, შედის თუ არა კოალიციაში „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ განაყოფთან. შედის თუ არა „ქართული ოცნება" კოხტა კოდუას შემოქმედებთან, კასტილიანი კაცის, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. ჩვენ ვითხოვთ, ამასთან დაკავშირებით პასუხს,"-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. 

ამავე თემაზე