2020-09-16 13:36:44
შაქარაშვილის საქმეზე დღეს ექსპერტებსა და სრულწლოვან ბრალდებულებს მოწმის სახით დაკითხავენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, არასრულწლოვნების საქმეზე სრულწლოვან ბრალდებულებს მოწმეებად დაკითხავენ. ასევე დაიკითხება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი.

არასრულწლოვნების საქმეზე ჩვენებას მისცემენ სრულწლოვანი ბრალდებულები, გიგა ტატიაშვილი და ნიკა ჟვანია, რომლებსაც გამოყოფილ საქმეზე არასრულწლოვნების მსგავსად, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.  არასრულწლოვნების ადვოკატებმა დასაკითხ მოწმეებთან დაგეგმილი კითხვების შესახებ ისაუბრეს.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით კი, ბრალდრბული მოწმეები, რომელთა დაკითხვაც დღეს იგეგმება, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მათ თანმხლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში ამხელენ.

ამავე თემაზე