2020-09-16 12:36:01
თურნავას განცხადებით, საქართველომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ეფექტურად გამოიყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველომ "მწვანე ქვეყნის" სტატუსი ეფექტიანად გამოიყენა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისში, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ჩატარება იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი ეტაპობრივად აღდგება.

„მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ ეს სტატუსი, მაგრამ იმდაგვარად, რომ საფრთხე არ შეგვექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს. ეს სტატუსი არ ნიშნავს უკონტროლობას და ქაოსს. იმის მიუხედავად, რომ თანდათან გავზარდეთ მობილობა, საკმაოდ აქტიურად ჩავატარეთ ზაფხულის შიდა ტურიზმის სეზონი, გავხსენით ბიზნესები, მოვახერხეთ, რომ მწვანე ზონის სტატუსის მქონე ქვეყანამ ვუმასპინძლეთ ასევე უცხოელ ვიზიტორებს უსაფრთხო კორიდორების ფარგლებში. ამას გარდა, დღევანდელი ღონისძიება მოწმობს, რომ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ მაღალი შეფასება მიიღო მსოფლიოში საქართველოს უსაფრთხოების, ეპიდვითარების მართვის მიმართულებით," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე