2020-09-16 10:52:18
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 ადამიანი. აღნიშნული ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 12 931 ტესტი გაკეთდა. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 758 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე