2020-09-16 10:41:16
ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად - ბაქრაძე 25%, სააკაშვილი 15% – Edison Research

Edison Research -ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტების ყველაზე დიდი წილი - 25% ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს.

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე - 25%;
გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 19%;
გრიგოლ ვაშაძე - 18%;
მიხეილ სააკაშვილი - 15%;

აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ამბობს.

ამასთან, კვლევის ჩატარების პერიოდში პრემიერობის კანდიდატად ჩამოთვლილთაგან მხოლოდ გიორგი ვაშაძე იყო ოფიციალურად დასახელებული. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილი კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე პარტიების მიერ პრემიერობის კანდიდატებად არ დასახელებულან.


 

ამავე თემაზე