2020-09-15 18:23:55
ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება – ღარიბაშვილი

ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება – ამის შესახებ განცხადება, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საუბრისას გააკეთა.

„გავიხსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების დემოკრატიულობა, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება და ა. შ. დღეს, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება. მთავარი მიღწევები, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის: პირველი ეს არის ჩვენი მოქალაქეების სრული თავისუფლება, რომელიც იყო სანატრელი 2012 წლამდე. მეორე არის მშვიდობა - მშვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში და ასევე, სტაბილურობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამავე თემაზე