2020-09-15 17:17:07
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1546 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1546 ლარი ეღირება, ევრო – 3.7521 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0713 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1308 ლარი ღირდა, ევრო – 3.7178 ლარი, ფუნტი – 4.0322 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 სექტემბერს ამოქმედდება.

ამავე თემაზე