2020-09-15 15:44:30
მოწამვლის შემდეგ ალექსეი ნავალნი Instagram-ზე პირველად გამოჩნდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ბერლინის საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოში ნავალნი საკუთარ ოჯახთან ერთად არის.

„გამარჯობა, ეს ნავალნია. ყველა მენატებით. ჯერ კიდევ მიჭირს ყველაფრის კეთება, თუმცა გუშინ მთელ დღეს ჩემით ვსუნთქავდი, მართლაც ჩემით“, – წერს რუსი ოპოზიციონერი.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

ამავე თემაზე