2020-09-15 15:38:24
როგორც ორი ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტი, დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე კითხვებზე პასუხის გასაცემად- გეჯაძე

როგორც ორი ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტი, დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე კითხვებზე პასუხის გასაცემად- განაცხადა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ის 6 არასრულწლოვნის სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ მისცემს ჩვენებას. 

„ბოლო ორ ექსპერტიზაში მონაწილეობა მივიღე მეც და ჩემი ცენტრის წარმომადგენლებმაც. ეს არის ის ექსპერტიზები, რომლებიც ტრავმის განვითარების მექანიზმს ეხებოდა, ანუ პირველ რვა კითხვას რომ გაეცა პასუხი და მეორე, საბოლოო შუალედური ექაპერტიზა ეხებოდა დარჩენილ 20 შეკითხვას, დაზიანებების ხანდაზმულობის საკითხს, წყალში ყოფნის ხანდაზნულობას და ა.შ. მე წარმოვადგენ ბრალდების მხარის მოწმეს და როგორც ამ ორი ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტი, დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე კითხვებზე პასუხის გასაცემად.

ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ექსპერტიზების დანიშვნამდეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ის დაზიანებები რაც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა მუცლის წინა კედლის პროექციაზე სისხლჩაქცევების სახით, იზოლირებულად აღებული, მათი ხასიათის და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ეს დაზიანებები გამოიწვევდა ტკივილის სინდრომს, რაც ბუნებრივია, შაქარაშვილს გადაადგილების და მოძრაობის რესურსს შეუზღუდავდა. შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ მოუსპობდა“, – განაცხდა გეჯაძემ.

ამავე თემაზე