2020-09-15 12:00:05
შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - მამულაშვილი

შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს -განაცხადა გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა. მისი თქმით,  ე.წ.ოქროს მოწმეები მტკიცებულებების ნუსხიდან უნდა ამოიღონ, რადგან ისინი გამოძიებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

„არაერთი შუამდგომლობა გვექნება მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, გამოსაკითხ პირთა ამორიცხვასთან მიმართებით, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით რელევანტურ ინფორმაციას არ იძლევიან. შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასევე საუბარია გურამ ამირხანაშვილთან მიმართებაშიც, მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმეტი არის კანონის დარღვევით მოპოვებული.

შემიძლია ვთქვა, რომ გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე, კოკო ღიბრაძე, გიორგი ქათამაძე, გამოძიებას სწორ ინფორმაციას არ აწვდიან და ისინი ჩვენი შეფასებით ცრუ მოწმეები არიან", - განაცხადა მამულაშვილმა.

ამავე თემაზე