2020-09-14 19:05:42
ლუკაშენკომ სოჭში შეხვედრისას პუტინს არჩევნების შემდეგ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სოჭში შეხვედრისას ვლადიმერ პუტინს არჩევნების შემდეგ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას „ტასსი“ ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი რუს კოლეგას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების რეალურად აღწერასაც დაპირდა და განაცხადა, რომ მასმედია მინსკში მიმდინარე მოვლენებს არასწორად აშუქებს.

„მადლობა, რომ აჩვენეთ, ბელარუსის საზღვრები, ეს მოკავშირე სახელმწიფოს საზღვრებია და იქ იარაღით გადაადგილების უფლება არავის აქვს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ შეხვედრისას.

ამავე თემაზე