2020-09-14 18:11:26
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, - აცხადებენ ბერლინის კლინიკა შარიტეშში. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პოლიტიკოსს საწოლიდან წამოდგომაც შეუძლია.

"პაციენტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან წარმატებით მოხსნეს. მას მცირე დროით ლოგინიდან წამოდგომაც შეუძლია", - აცხადებენ შარიტეში.  

ცნობისთვის, ნავალნი​ გასულ თვეში მოწამლეს, ის კომაში იმყოფებოდა. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა.

ამავე თემაზე