2020-09-14 16:58:33
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმებასა და გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საუბარია 5 000 და 10 000-ლარიან გირაოზე. 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. 

აღსანიშნავია, რომ 11-ვე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. 

ამავე თემაზე