2020-09-14 16:25:06
ოქტომბერსა და ნოემბერში კორონავირუსით მეტი ადამიანი გარდაიცვლება – ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი იქნება და ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზრდება, - ამის შესახებ France-Presse-ი წერს. კლუგეს თქმით, ვაქცინის შექმნა არ ნიშნავს პანდემიის დასრულებას.

„ჩვენ არც კი ვიცით, დაეხმარება თუ არა ვაქცინა მოსახლეობის ყველა ჯგუფს. არსებობს ნიშნები, რომ ის შეიძლება გამოდგეს ერთ ჯგუფთან სამკურნალოდ და სხვებთან - არა. თუ ჩვენ სხვადასხვა ვაქცინის შეკვეთა მოგვიწევს, ეს ლოჯისტიკური კოშმარი იქნება“ - განაცხადა ჰანს კლუგემ.

ამავე თემაზე