2020-09-14 12:17:38
მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 29% ფიქრობს, რომ ასევე პრობლემაა სამედიცინო მომსახურების და ექიმთან ვიზიტების საფასური;

17%-ის აზრით, პრობლემაა საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა;

15% ფიქრობს, რომ პრობლემაა ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა;

12%-ის აზრით, ჯანდაცვის სისტემაში არ არის პრობლემები; 8% პრობლემად წამლების დაბალ ხარისხს ასახელებს;

7% - კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევები;

5% - ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში;

3% - ცუდი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა საავადმყოფოებში;

2% - სამედიცინო საშუალებების ფასი;

1% - ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებსა და კლინიკებში.

პრობლემების შესახებ არ იცის 9%-მა.

ამავე თემაზე