2020-09-14 12:08:08
27% თვლის, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინ სწავლების სირთულეებია – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 27% ფიქრობს, რომ ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეებია. 

გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაა. 20%-ის აზრით - უნივერსიტეტში სწავლის მაღალი საფასური. 10% კი ამბობს, რომ განათლების სისტემაში პრობლემები არ არის.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

ამავე თემაზე