2020-09-14 11:28:30
36% სასურველი კანდიდატის შერჩევისას, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას მიიღებს მხედველობაში – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საარჩევნო საკითხის გადაწყვეტისას ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილისთვის - 36% - ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა.

12%-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია პარტიის პოზიცია ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით;

12%-ს - პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით;

10%-ს - პარტიის პოზიცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;

7%-ს - განათლებასთან დაკავშირებით;

5% -ს - პარტიის პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით;

1% - გარემოს დაცვასთან დაკავშირებით;

7% - სხვა;

1% - არც ერთი;

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. 

ამავე თემაზე