2020-09-14 11:08:22
ეროვნულ ბანკს ახლა ლარი უჭირავს კბილებით, ხელებით და ფეხებით - რომან გოცირიძე

ეროვნულ ბანკს ახლა ლარი უჭირავს კბილებით, ხელებით და ფეხებით - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა. მისი თქმით, ბიუჯეტიდან მთავრობამ თანხები ოქტომბრისთვის შემოინახა და ახლა იწყებს გაფლანგვას.

გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ 170 მილიონი ლარი დაარიგეს, რაც ეროვნულ ბანკს საკმაოდ მძიმედ დააწვა.

"6 თვის მანძილზე ფული არ დახარჯულა, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას ეს თანხა მიეცა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემიის პირობებში მათ ძალიან გაუჭირდათ, ფული შემოინახეს და დაიწყეს ახლა დარიგება. გუშინ 170 მილიონი ლარი დაარიგეს ერთ დღეში. ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ხარჯები ოქტომბრისთვის შემოენახათ, რაც დააწვა ეროვნულ ბანკს და ახლა უჭირავს ლარი კბილებით, ხელებით და ფეხებით,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე