2020-09-14 10:22:24
ინდოეთში გასულ 24 საათში, კორონავირუსის 92 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში გასულ 24 საათში, კორონავირუსის 92 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ფედერალურ სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

ამასთან ინდოეთში გასულ დღე-ღამეში, კოვი19-ით 1 100-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევების რიცხვი, მთლიანობაში ქვეყანაში 79 722-ს აღწევს.

ამავე თემაზე