2020-09-14 10:09:34
მსოფლიოში კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მსოფლიოში, გასულ 24 საათში, კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მათივე ცნობით, მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-ს კიდევ 5 537 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 917 417-ს მიაღწია.

შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, 94 372 ახალი შემთხვევა, ინდოეთში გამოვლინდა, აშშ-ში - 45 523, ბრაზილიაში კი - 43 718.

როგორც აშშ-ში, ასევე ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრაზილიაში კი 874 ფატალური შემთხვევა დადასტურდა.

ჯანმო-ს ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლოს 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში 306 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა კი 17 აპრილს დადასტურდა, როდესაც ვირუსს 12 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავე თემაზე