2020-09-11 18:17:28
19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას – ზურაბიშვილი 11 სექტემბერზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში 11 სექტემბერის ტერორისტული აქტების 19 წლისთავს "ტვიტერზე" ეხმიანება.

"19 წლის წინ, 11 სექტემბრის თავდასხმებმა შეძრა ამერიკა და სრულიად მსოფლიო. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტების მსხვერპლთ. 19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას და განაგრძობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას", - წერს პრეზიდენტი.

ამავე თემაზე