2020-09-11 13:37:13
ემიგრანტი ქალი, რომელიც საქართველოში 27 წლის შვილის დაკრძალვაზე ჩამოვიდა კარანტინში გადაიყვანეს (ვიდეო)

ემიგრანტი ქალი, რომელიც საქართველოში 27 წლის შვილის დაკრძალვაზე ჩამოვიდა კარანტინში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას და ვიდეო-კადრებს ტელეკომპანია „მთავარი" ავრცელებს. 

თვითმხილველის თქმით, ხმაური ავტობუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც თელავში საკარანტინე ზონაში ჩაყვანილი მოქალაქეები სასტუმრომ არ მიიღო და ავტობუსი სხვა სასტუმროში მისვლამდე შეყოვნდა.

ნერვიულობდა და ხანდახან წამოიტირებდა ხოლმე, როგორც გაირკვა, შვილი გარდაეცვალა დასაფლავებაზე ჩამოვიდა. ჩამოგვიყვანეს თელავში, სასტუმროში როცა მიგვიყვანეს იმ სასტუმრომ არ მიგვიღო, არ ვიცით ადგილები არ ჰქონდა თუ რა. ამის შემდეგ ისტერიკა და ტირილი დაეწყო, როგორც ჩანს ვეღარ მოითმინა, - ამბობს თვითმხილველი „მთავარ არხთან" საუბარში.

ამავე თემაზე