2020-08-27 15:28:06
წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და განუსაზღვროს ვის როდის მოუნდება ბავშვის გაჩენა - ხოშტარია 

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, ელენე ხოშტარია, თეა წულუკიანის ინიციატივას ეხმიანება. ელენე ხოშტარიას თქმით, ეს არის არაადმიანური და არაკონსტიტუციური ინიციატივა, რომელიც სწრაფად უნდა გაუქმდეს. ხოშტარიას თქმით, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანების პირად ცხოვრებაში.

„ეს არის დაუჯერებელი ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებისგან" შეიძლება ბევრის მოლოდინი გქონდეს, ეს მართლაც დაუჯერებელი ინიციატივაა. წარმოუდგენელია, ეს თავისი სამართლებრივი შინაარსით და არის არაკონსტიტუციური და არაადამიანური ინიციატივა. წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და განუსაზღვროს ვის როდის მოუნდება ბავშვის გაჩენა, ამრიგად, სასწრაფოდ, სანამ ამ ინიციატივას რაიმე მოყვება, სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს.“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ

ამავე თემაზე