2020-08-12 16:06:49
,,ოცნება" გურიაში ჩიგოგიძის კანდიდატურას ცვლის?

,,პირველი რადიოს" ინფორმაციით, ,,ქართული ოცნება" გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის ჩანაცვლებას განიხილავს. 

როგორ ჩვენთვის პარტიის გურიის ორგანიზაციიდან გახდა ცნობილი, ჩიგოგიძეს წინასწარი მონაცემებით მხარის სამივე რაიონში არ აქვს სათანადო მხარდაჭერა.  უფრო მეტიც, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონულ ორგანიზაციებში მას თავად პარტიის წევრების მხარდაჭერა არ აქვს და შესაბამისად, ოცნების ცენტრალურ ოფისში მის ჩამნაცვლებელს ეძებენ.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ჩიგოგიძეს. არსებული ინფორმაციით, ჩიგოგიძე მაჟორიტარად ივანიშვილს და პარტიას ვანო ჩხარტიშვილმა შესთავაზა და ეს კანდიდატურა რაიონულ ორგანიზაციებთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ,,ოცნებამ" გურიაში ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონებში წარდგენილი კანდიდატი თემურ ჭკუასელი ჩაანაცვლა და მის ნაცვლად ნინო წილოსანი დააყენა.  

ამავე თემაზე