2020-08-12 14:20:15
მიწის ნაკვეთები, სთამაშო ბიზნესი და 4 მილიონ ლარად ნაყიდი წილი - გომელაურის სიმდიდრე?

შსს-ს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბოლო წლებში დაგროვილ ქონებაზე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ცნობებს აქვეყნებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში დეტალურად ჩამოწერა გომელაურის 2012 წლის შემდეგ დაგროვილ ქონებაზე ინფორმაცია.

„სანამ ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს და გომელაური სისულელეებს ბოდავს, ამასობაში :

მარნეულში გაიფორმა 100 000 კვ/მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი

თბილისში, დიღმის ტყე-პარკთან 1200 - მდე კვ/მ

შპს ბაუმაისტერში 2019 წელს 4 მილიონ ლარად იყიდა 47.5 % წილი.

სათამაშო ბიზნესში, რომლის წლიური ბრუნვაც 60 მილიონი ლარია, უფასოდ მიიღო 19 % წილი. უ ფ ა ს ო დ !

ასევე წილებს ფლობს რამდენიმე სამშენებლო ბიზნესში და ეს ყველაფერი გაფორმებული აქვს ადამიანზე, ვისი მეჯვარეც თავად არის, ვისაც ამუშავებდა სუსში. ადამიანზე, რომელიც 2012 წლამდე ფაქტობრივად სოციალურად დაუცველი იყო და მასზე არანაირი ქონება, ბიზნესი არ ფიქსირდებოდა,"-წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი.

 

ამავე თემაზე