2020-08-07 18:55:40
შანსი, რომ სააკაშვილისნაირ ფიგურაზე პარტიებს შორის კომპრომისი შედგეს, ნულის ტოლია – ბოკერია

შანსი, რომ სააკაშვილისნაირ ფიგურაზე პარტიებს შორის კომპრომისი შედგეს, ნულის ტოლია – ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

როგორც გადაცემა "კომენტარში" ბოკერიამ აღნიშნა, ამ თემაზე მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრს შორის კომპრომისი ვერ შედგება.

"ეს ჩემთვის, როგორც კონკურენტისთვის ოპოზიციაში, მაგრამ მოკავშირისთვის ივანიშვილთან ბრძოლის ფრონტზე, ეს იქნება არაგონივრულად ქცევის დემონსტრირება, ივანიშვილის პროპაგანდის დახმარება. თუკი ნაციონალურმა მოძრაობამ ცალკე არ მიიღო უმრავლესობა, შანსები იმისა, რომ ამ ტიპის ფიგურა, შეთანხმდეს კოალიციაში მრავალფეროვან პოლიტიკურ პარტიებს შორის, ნულის ტოლია. მათი უფლებაა, დააყენონ და ჩვენი უფლებაა ვთქვათ, რომ ამაზე კომპრომისი ვერ შედგება". - განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე