2020-08-07 18:21:27
ხატია დეკანოიძე, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი - "ენმ"-ს კანდიდატები რეგიონებში

საპარლამენტო არჩევნებში რეგიონებში ნაციონალური მოძრაობის 4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე ცნობილია.  

ხატია დეკანოძე , თერჯოლა-ტყიბული -ზესტაფონი -ბაღდათის ოლქში დასახელდება;
რუსთავში - დავით კირკიტაძე, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს კამპანია და მოსახლეობას აქტიურად ხვდება;
გურჯაანი-სიღნაღი- დედოფლისწყარო -საგარეჯოს ოლქში სავარაუდოდ ლევან ბეჟაშვილი, ხოლო​ თელავი-ახმეტა- ყვარელი- ლაგოდეხში კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის. 

როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობა 22-ვე რეგიონში აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაყენებას. 

ამავე ოლქებში მმართველი გუნდის კანდიდატები არიან: ქუთაისში - ზაზა ლომინაძე; რუსთავში - ნინო ლაცაბიძე; გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქში - დავით სონღულაშვილი; თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში - ირაკლი ქადაგიშვილი;

აღნიშნულ ოლქებში ევროპული საქართველოს კანდიდატები არიან: ქუთაისში - ოთო კახიძე; რუსთავში - ირმა ნადირაშვილი; გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქში - გიორგი ღვინიაშვილი; თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში - ზურაბ ჭიაბერაშვილი; 

ამავე თემაზე