2020-08-07 17:35:18
ტრამპის ბრძანებით, აშშ-ში TikTok აიკრძალება, თუ 45 დღეში არ გაიყიდება

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ჩინური აპლიკაციის, TikTok-ის აკრძალვის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, პლატფორმა შტატებში 45 დღეში აიკრძალება, თუ მას ჩინური კომპანია არ გაყიდის.

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ TikTok-ის მიერ შეგროვებულ მომხმარებლის ინფორმაციაზე ჩინეთის მთავრობას აქვს წვდომა.

TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ში ამ ინფორმაციას უარყოფენ. TikTok აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებით იმუქრება. კომპანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ "შოკირებულია" პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

მათივე თქმით, ყველა შესაძლო გზას მიმართავენ, რათა არ დაირღვეს კანონის უზენაესობა.

ამავე თემაზე