2020-08-04 14:34:31
"თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!" - კალაძის მუქარა Instagram-ზე

თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი! – ასე ემუქრება თბილისის მერი კახა კალაძე Instagram-ზე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც ანუკი არეშიძის ფოტოზე დაწერა.

"ყველაზე ევროპული გინებაც ისმის ყველა მხრიდან, არ გინდათ, არ ჩაიაროთ. პ.ს. თუ მაინცდამაინც, გაჩერება მაინც მაპოვნინეთ", - წერდა მოქალაქე ჭავჭავაძის გამზირზე. თბილისის მერმა კი მას უპასუხა, რომ გაჩერებას თვითონ აპოვნინებდა.

"არაა საჭირო, არ შეწუხდე, მე თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!" - წერს კახა კალაძე. 

ამ დროისთვის კი  კომენტარები წაშლილია.

ამავე თემაზე