2020-08-03 11:03:23
აქ მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები კი არა, მთელი სისტემა შეიძლება იყოს ჩართული, მეც კი საფრთხეს ვგრძნობ საკუთარი თავის მისამართით - რამიშვილი 

აქ მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები კი არა, მთელი სისტემა შეიძლება იყოს ჩართული, მეც კი საფრთხეს ვგრძნობ საკუთარი თავის მისამართით - ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ საფრთხე მასაც ემუქრებოდეს. მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ გამოძიების პროცესში FBI უნდა ჩაერთოს.

"აქ მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები კი არა, მთელი სისტემა შეიძლება იყოს ჩართული. მეც კი, გარკვეულწილად, საფრთხეს ვგრძნობ საკუთარი თავის მისამართით. არ გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობაზეც კი არის გარკვეულწილად, რაღაც ფორმით გაფრთხილებები," - თქვა იურისტმა. 

ამავე თემაზე