2020-07-31 19:59:26
გიორგი გახარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

პრემიერი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მისი მანქანა მთავარმა არხმა გადაიღო.

უცნობია, ისაუბრეს თუ არა პრემიერმა და პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების თემაზე, რასაც დასავლელი პარტნიორები ითხოვენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გახარია და ზურაბიშვილი მართავენ ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა მიმართვა და სალომე ზურაბიშვილის გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე