2020-07-31 19:54:33
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისს გუდაუთის ჰოსპიტალში კორონავირუსით მესამე პაციენტი (79 წლის) გარდაიცვალა.

დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული (ქართული მხარე სოხუმის სტატისტიკას არ ენდობა), რომელთაგან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე