2020-07-31 18:59:43
რაც საქმეს წაადგება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, სულაც არ არის საჭირო, ვაშაძე იყოს პირველი ნომერი ან საერთოდ იყოს სიაში – ვაშაძე 

რაც საქმეს წაადგება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, სულაც არ არის საჭირო, ვაშაძე იყოს პირველი ნომერი ან საერთოდ იყოს სიაში – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციები არ არის საჭირო, რადგან პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო 2018 წლის საარჩევნო კამპანიის და მასთან ყველა საკითხზე მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. ყველა იქნება ჩართული კამპანიაში და „ძალა ერთობაშიას“ ლიდერების ძალიან დიდი ნაწილი იქნება საერთო სიაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამავე თემაზე