2020-07-31 17:45:38
ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა - თურნავა

ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, 2020 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელთან დაკავშირებით. მისი თქმით, 2020 წლის ივნისში სამთო-მომპოვებელმა სექტორმა პოზიტიური დინამიკა აჩვენა.

„წინა წლის ივნისთან შედარებით სექტორი გაზრდილია. ესეც მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან ჩვენ, პანდემიის მიუხედავად, არ შეგვიზღუდავს ეს მნიშვნელოვანი სისტემა, შემქმნელი სექტორი და ამიტომაც პოზიტიური მაჩვენებლები მივიღეთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატისტიკური მონაცემებით, თანახმად, ეკონომიკური დაღმასვლის ტემპი ორჯერ შენელდა  და 7.7 პროცენტი შეადგინა. მაისში ეკონომიკის შემცირება 13,5 პროცენტი, ხოლო აპრილში 16,6  პროცენტი იყო.

ამავე თემაზე