2020-07-31 17:19:58
სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა - წულუკიანი

სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით, რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტარ კუბილიუსის მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა, თეა წულუკიანმა აღნიშნა:

„სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება. მე კი ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ლობიზმი ისეთი ინსტიტუტია, რომელიც ხანდახან იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ესა თუ ის კანონმდებელი, სენატორი იქნება, თუ კონგრესმენი შეყვანილი იქნეს შეცდომაში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ის არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მე ვერ ვიქნები საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება ჰქონდეს მას მიღებული, ან საერთოდ გეგმავს თუ არა ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღებას.“ - განაცხადა წულუკიანმა.

ამავე თემაზე