2020-07-31 17:17:09
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0721 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0721 ლარი ეღირება, ევრო – 3.6420 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0343 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0719 ლარი ღირდა, ევრო – 3.6086 ლარი, ფუნტი – 3.9944 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ აგვისტოს ამოქმედდება.

ამავე თემაზე