2020-07-31 15:47:14
გახარიამ, რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

არჩილ ჯაფარიძემ 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი;  1993-1996 წლებში მუშაობდა თბილისის დიდუბის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში საწარმოთა დაბეგვრის განყოფილების ინსპექტორად; 1996-1998 წლებში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის კონტროლის პალატაში მთავარ ინსპექტორად; 1998-2001 წლებში იყო იმერეთისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ბიუროს უფროსი; 2001-2003 წლებში ბიუროს უფროსის მოადგილე; 2003-2004 წლებში მუშაობდა პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში რწმუნებულის მოადგილედ. 2008 წელს იყო შპს „ხვანჭკარა პრემიუმის“ დირექტორი; 2010 წლიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, 2014 წლამდე, ვიდრე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნებოდა.

ამავე თემაზე