2020-07-31 10:32:56
"სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს" - სენატორი ჯიმ რიში

"სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გიორგი რურუა", - ასე ეხმაურება სენატორი რიში გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, რურუასადმი წარდგენილ ბრალდებებს ფიქტიურს უწოდებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული.

რიში "ამერიკის ხმასთან" საუბარში განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე უგულავასა და ოქრუაშვილის მსგავსად, რურუაც უნდა შეიწყალოს.

გარდა ამისა, სენატორი მიესალმება საარჩევნო სისტემაში შეტანილ ცვლილებებს და ოქტომბერში პოლიტიკური დევნისგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოლოდინი აქვს.

"მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე," - აცხადებს სენატორი. 

ამავე თემაზე