2020-07-30 10:07:32
ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან, ჩემ ოჯახსაც გადაწვდნენ, ასეთი მასშტაბური ზეწოლა მე არ მინახავს - რამიშვილი

ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან, ჩემ ოჯახსაც გადაწვდნე, ასეთი მასშტაბური ზეწოლა მე არ მინახავს - ამის შესახებ განცხადებას ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ აკეთებს.

„ჩემს მიმართ თვალთვალი კარგად ორგანიზებულია. დარღვეულია ყველანაირი ზომიერება. ასეთი შეურაცხყოფა, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ მინახავს. პიროვნული კი არა უკვე ოჯახის წევრებზე არიან გადასული. ეს ხდება როგორც სოციალური ქსელების, ისე პირადში მიმოწერის საშუალებით. უკვე გარდაცვლილ მამაჩემსაც გადასწვდნენ და აგინებენ, რომ ეგეთი შვილი ვყოფილვარ, მარიამ ჯიშკარიანსაც ხომ ლანძღავენ. ჩემი არასრულწლოვანი 14 წლის შვილის და სრულწლოვანი 23 წლის გოგოს მიმართაც ხორციელდება ზეწოლა. ისეთ რაღაცებს კადრულობენ ბავშვი ჭკუაზე აღარ არის. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემზე გავლენა მოახდინონ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან. ​ოფისთანაც კი დავაფიქსირე, რომ მითვალთვალებდნენ და მობილურით მაფიქსირებდნენ, მაგრამ გამექცნენ. ასეთი მასშტაბური ზეწოლა მე არ მინახავს“, - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით ადამიანები, რომლებიც მის საქმიან რეპუტაციას ლახავენ სასამართლოში პასუხს აგებენ.

„ისინი ვინც მტკიცების ფორმით ლახავენ ჩემს საქმიან რეპუტაციას, პატივის და ღირსებას, სასამართლოს მივმართავ და ყველა პასუხს აგებს. დაუსჯელობის სინდრომი საქართველოში უნდა აღმოიფხვრას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამავე თემაზე