2020-07-29 19:56:24
"ესაა პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან" - რურუა

"ესაა პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან" - თქვა მთავარი არხის მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. რურუას თქმით, ხელისუფლება მის მიმართ პოლიტიკურ დევნას იმიტომ აწარმოებს, რომ არის მთავარი არხის მეწილე, აქტიურად უჭერდა მხარს ანტისაოკუპაციო მოძრაობას და ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა მთავრობის მისამართით.

„ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ სიტყვით გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩვენ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები. საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით, საბჭოთა პრესის ოფიცრების ხელით, რამიშვილს ვგულისხმობ და მის სამეგობროს, ცდილობდნენ ჩვენი სახელების გატეხვას.

ჩემი წინასწარვე დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, არღვევს ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება მას. ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან. მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი მე ხელისუფლების მიზანში, არის მთავარი არხის აქტივის შეძენა, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა და მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება ზონდერი მთავრობის მიმართ.  საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გვინდა რუსეთის ჩრდილში ყოფნა. სწორედ ამ ჩრდილში ყოფნას უშლის ხელს თავისუფალი მედია.  

დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა - ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გაცურების, მოტყუების პოლიტიკა. ჩვენს მეგობარ ელჩებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო 8 მარტის ისტორიულო დოკუმენტის მიღებაში გაწეული სამუშაოსათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს“, - განაცხადა რურუამ.

ამავე თემაზე