2020-07-29 19:22:34
არავისთან პირადი კონფლიქტი არ მქონია, მით-უმეტეს ასე რომ გავემეტებინე ვინმეს – ლერი სულაბერიძე

არავისთან პირადი კონფლიქტი არ მქონია, მით-უმეტეს ასე რომ გავემეტებინე ვინმეს – ამის შესახებ განცხადება, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ლერი სულაბერიძემ,  გადაცემა "კომენტარში" საუბრისას გააკეთა. სულაბერიძე ამბობს, რომ არ იცნობს ირაკლი ღლონტს, რომელიც შს სამინისტრომ მასზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა.

„არ ვიცნობ ამ ადამიანს, არანაირი შეხება არ მქონია მასთან. არც სახელი და გვარი არ მეუბნება არაფერს. მე დამიბარეს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და მაგაზე ვიყავი მისული. დაათვალიერეს მანქანა, ჩაატარეს ექსპერტიზა და ჩემი ჩვენება მოისმინეს, თუ რა მოხდა“, - აცხადებს ის.

მისი თქმით, არ იცის, რა შეიძლება გამხდარიყო თავდასხმის მიზეზი, რადგან არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია.

„წყნეთში მივდიოდი და წყნეთის გზატკეცილზე წამომეწია მანქანა, გამასწრო და ამ დროს გავიგე სროლის ხმა. არ დამინახავს არაფერი. ცოტა კოორდინაცია დაკარგა მანქანამ და ამით მივხვდი, რომ რაღაცა მოხდა. სავარაუდოდ მანქანიდან მესროლეს და სროლის შემდეგ მანქანამ, რომელშიც თავდამსხმელი იჯდა, მოძრაობა წყნეთისკენ გააგრძელა. მომხდარ ფაქტს არაფერს არ ვუკავშირებ, დაველოდოთ გამოძიებას. მე ფეხბურთის ფედერაციაში მე ვმუშაობდი 2003 - 2004 წლამდე, ამიტომ ამ თავდასხმას ჩემს ყოფილ თანამდებობას არ ვუკავშირებ. ფეხბურთის ფედერაციასთან არაფერ კავშირში არ უნდა იყოს. არავისთან პირადი კონფლიქტი არ მქონია, მითუმეტეს ასე რომ გავემეტებინე ვინმეს. თავდასხმა მოხდა საღამოს 17:30 საათზე. არ მაქვს ვერსია, რის გამო შეიძლება ეს თავდასხმა მომხდარიყო“, - განაცხადა ლერი სულაბერიძემ გადაცემა „კომენტარში“ საუბრისას.

ამავე თემაზე