2020-07-29 15:40:26
როგორც გზა გადავკეტეთ, მანქანა გამოჩნდა, ფედერალები ჩავრთეთ, ეგრევე კომპიუტერი გახსნეს, გზაც გადაიკეტება და ყველაფერი იქნება - ბაჩალიაშვილის მამა

როგორც გზა გადავკეტეთ, მანქანა გამოჩნდა, ფედერალები ჩავრთეთ, ეგრევე კომპიუტერი გახსნეს, გზაც გადაიკეტება და ყველაფერი იქნება - ამის შესახებ განცხადება, თამარა ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიასვილმა გაკეთა.

გარდაცვლილი გოგონას მშობლების თქმით, მათ არ აქვთ პასუხი, რა შეემთხვა მათ შვილს, არ აქვთ პასუხი მიიყვანეს თუ არა 23 წლის თამარი თვითმკვლელობამდე, რატომ ვერ პოულობდნენ დაკარგულ ახალგაზრდას 5 დღის განმავლობაში - გამოძიების უმოქმედობის ფონზე ოჯახი არ გამორიცხავს, რომ სამართლის საძიებლად ისევ ქუჩაში მოუწიოს გამოსვლა და საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ითხოვს. 

"როგორც გზა გადავკეტეთ, მანქანა გამოჩნდა, როგორც ფედერალები ჩავრთეთ, ეგრევე კომპიუტერი გახსნეს. გზაც გადაიკეტება და ყველაფერი იქნება. დიდი ტალღა მოვა, ესე არ გაჩერდება, მივმართავ ყველანაირ ძალას, აღარ მჯერა ამ გამოძიების," - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ამავე თემაზე