2020-07-29 15:40:37
ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ სულაბერიძეს გუშინ, 28 ივლისს, წყნეთის გზატკეცილზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ სულაბერიძე უკვე რამდენიმე წელია სასამართლოში საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" გამო დავობს და სასამართლო პროცესები ორ ინსტანციაში უკვე მოიგო. უკავშირდება თუ არა თავდასხმა ამ დავას, უცნობია.  

ამავე თემაზე