2020-07-29 13:42:48
რუსთავში, ჭყონდიდის დასახლების მკვიდრები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ

მოსახლეობისგან 30 მეტრში წულუკიანმა გადაწყვიტა, ააშენოს ციხე, გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ არც ერთხელ შეუწუხებია თავი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკითხა აზრი -  ამის შესახებ განცხადება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ გააკეთა. მისი თქმით, შენობა საცხოვრებელ უბანთან და საბავშვო მოედანთან ძალიან ახლოს მდებარეობს. 

"მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი ფაქტი, როგორ არ აინტერესებს ხელისუფლებას რუსთაველების ინტერესები. აქ, მოსახლეობისგან დაახლოებით 30 მეტრში წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ ააშენოს ციხე, განსაკუთრებით მკაცრი კოლონია და ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ არც ერთხელ შეუწუხებია თავი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკითხა აზრი," - განაცხადა კირკიტაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთავში, ჭყონდიდის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებს

ამავე თემაზე