2020-07-29 13:33:33
ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერს ლუქი მის გარეშე მოხსნეს

მრავალჯერ ჰქონდა გამომძიებელს ნათქვამი, რომ ეს ჩემი თანდასწრებით მოხდებოდა - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი მის გარეშე გახსნეს. ამის შესახებ ადვოკატმა, On.ge-ს განუცხადა. 

"მრავალჯერ ჰქონდა გამომძიებელს ნათქვამი, რომ ეს ჩემი თანდასწრებით მოხდებოდა. როცა მივედი და შემატყობინეს, რომ კოდი აღმოჩენილი იყო და შესაძლებელი იყო ჩემი თანდასწრებით დაფიქსირებულიყო და მომხდარიყო წვდომა კომპიუტერზე, უკვე გახსნილი დამხვდა. ლუქი ჰქონდა მოხსნილი, რამაც ბევრი კითხვა დაბადა, რატომ იყო ლუქი მოხსნილი, ძველი შეთანხმება რატომ იყო დარღვეული, რამაც დაპირისპირება გამოიწვია", - ამბობს რამიშვილი.

ადვოკატს ეჭვი უჩნდება, რომ კომპიუტერის კოდის მოძებნა გამოძიებამ მას შემდეგ დააჩქარა, რაც კომპიუტერის გახსნისთვის აშშ-ს ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვის შესახებ განცხადება გააკეთა.

"აუცილებლად ჩავრთავ ექსპერტებს. უნდა გავიგო, ეს პერიოდი, რაც ეს გოგონა დაიკარგა და გუშინდელი გახსნის შუალედში ხომ არ იყო იქ წვდომა ვინმეს მიერ, ამ შემთხვევაში, ექსპერტიზას ხომ არ ჰქონდა წვდომა და ხომ არ არის იქიდან რამე წამოღებული", - აღნიშნავს რამიშვილი.

ამავე თემაზე