2020-07-29 13:08:05
ავტომანქანა დამეწია და გადამასწრო, სავარაუდოდ, ხუთჯერ ისროლეს - სულაბერიძე

ავტომანქანა დამეწია და გადამასწრო,  სავარაუდოდ, ხუთჯერ ისროლეს - ამის შესახებ განცხადება, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ლერი სულაბერიძემ გააკეთა. ლერი სულაბერიძე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

„უნდა გამომკითხონ და ამაზე ვარ მოსული. სავარაუდოდ, ხუთჯერ ისროლეს. სახლში ავდიოდი და წყნეთის გზატკეცილზე მოხდა შემთხვევა, არმისული კაკლებთან. ავტომანქანა დამეწია და გადამასწრო“, - განაცხადა სულაბერიძემ

შინაგან საქმეთა სამინისტრო  საქმეს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით იძიებს.

ამავე თემაზე