2020-07-29 12:43:41
კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი, წონის კორექციის ახალი მეთოდი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

კუჭის ბოტოქსის პროცედურა უახლესი  მეთოდია მედიცინაში ზედმეტი წონის კორექციის მკურნალობის სამყაროში. ეს არის პროცედურა, რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს,რომლებსაც ჭირდება ზედმეტი წონის დაკლება.

პირველად აღნიშნული პროცედურა შესრულდა ნორვეგიაში, მას შემდეგ ფართო გავრცელება ჰპოვა როგორც ამერიკაში ისე ევროპაში.ბოლო პერიოდში აღნიშნული პროცედურა სულ უფრო პოპულარული გახდა თურქეთში.

წონაში კლების პროცესი ჯანსაღად მიმდინარეობს. გარდა ვიზუალური ეფექტისა, კუჭის ბოტოქსი მნიშვნელოვნად ამცირებს კარდიოვასკულურ რისკებს და შესაძლო გართულებებს დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ბოტოქსი სამკურნალო ცილაა, რომელიც მიიღება ბაქტერიით, ის ორიგანიზმში ინერგება ინექციების საშუალებით. ეს ცილა ბლოკავს ელექტრულ დინებას ნერვის არეში, გამოყენების არეალში რაც ხელს უშლის კუნთების შეკუმშვას 4-დან 6 თვემდე.

პრცოდურის შესახებ გვესაუბრება თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი გურამ გურაშვილი

რა არის კუჭის ბოტოქსი და რატომ არის ის ჭარბი წონის კორექციის ეფექტური მეთოდი?

ბოტოქსს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებენ თვალის დაავადებების, ნევროლოგიური დაავადებების, კანის ნაოჭების და ჭარბი ოფლიონობის დროს (ჰიპერჰიდროზი) ჭარბი წონის დასამარცხებლად მედიცინამ საკმაოდ ბევრი ეფექტური მიმართულება განავითარა; ბარიატრიული ქირურგია მედიცინის დარგია, რომელიც სხვადასხვა ოპერაციულ ჩარევას გულისხმობს.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დანერგილია ჭარბი წონის კორექციის რამდენიმე მეთოდი, როგორ ქირურგიული ასევე ენდოსკოპიური. ენდოსკოპიურად ტარდება (კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება და ბოტოქს – ინექცია)აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია 15 დან 30 კგ მდე წონის დაკლება.

კუჭის ბოტოქს ინექცია 15 წუთიან პროცედურას წარმოადგენს და აღნიშნული მეთოდი  პაციენტს  რეკომენდირებული , ჯანსაღი წონის დაბრუნებაში ეხმარება.

ამ დროს ბოტულინის ტოქსინი შეგვყავს კუჭის კუნთებში, ამ გზით კუჭის კუნთები მოქმედებენ უფრო ნელა, ვიდრე თავდაპირველად მოქმედებდნენ. ეს ნელი ნაბიჯი ასევე ანელებს საჭმლის მონელებას. ამ გზით საკვები მუცელში დიდ ხანს რჩება . ეს ზრდის სავსეობის ( დანაყრების ) გრძნობას და ამცირებს საკვების მიღების საშუალებას.

ეს პროცედურა არ წარმოადგენს ოპერაციას, ის ტარდება ამბულატორიულად და გრძელდება 15 წუთის განმავლობაში , ქირურგ - ენდოსკოპისტი კუჭის ლორწოვან გარსში ბოტოქსის ინექციას შეიყვანს. პროცედურა ტარდება  ხანმოკლე ანესთეზიით(ინტრავენური ანესთეზია)

პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, დასრულებისთანავე პაციენტი არ ყოვნდება სტაციონარში.

ბოტოქს ინექციამდე პაციენტს ენიშნება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია(გასტროსკოპია) და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია .

ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტის თავიდან აცილების და მაქსიმალური შედეგის მიღწევის მიზნით, პროცედურის შემდეგ მოერიდეთ რამოდენიმე საათის განმავლობაში საკვების და სასმელის მიღებას.

რა უპირატესობით გამოირჩევა კუჭის ბოტოქსი?

პროცედურა ტარდება ამბულატორიულად- იმავე დღეს ეწერება  ბინაზე

უმტკივნეულოა

არ საჭიროებს რეაბილიტაციას

გამოირჩევა ეფექტური შედეგით

აქვეითებს მადას და შიმშილის გრძნობას

წარმოადგენს ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების პრევენციულ საშუალებას:

არ აზიანებს კუჭის ლორწოვანს;

ტარდება ენდოსკოპიური წესით , რასაც წინ სდევს კუჭის ლორწოვანის დეტალური და ვიწრო სპექტრით კვლევა;

წონის კლება ხდება 15 კგ დან 20 კგ მდე

პაციენტი უბრუნდება ჯანსაღ წონას

ბოტოქსის ხანგრძლივობაა 6 თვე შემდეგ ისევე როგორც ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლებელია ბოტოქსის ინექციების დამატება

ხდება კუჭის როგორც ორგანოს ფუნქციის შენარჩუნება.

როდის ვლინდება ეფექტის?

კლინიკური ეფექტი ვლინდება პროცედურიდან 24- 72 საათში და გრძელდება 4-6 თვის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, სპეციალისტის მიერ უნდა შეფასდეს აქვს თუ არა პაციენტს რაიმე დაავადება. ასეთის არ არსებობის და სათანადო ჩვენების შემთხვევაში, შესაძლებელია კუჭსი ბოტოქსის განმეორებითი ინექცია. ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს სამჯერ 6 თვიანი ინტერვალებით.

რა გართულებები შეიძლება მოყვეს კუჭის ბოტოქსს?

მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება ჭარბი წონის მკურნალობის პროცესში, მას არ ახლავს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მსოფლიო მაშტაბით დღემდე არ დაფიქსირებულა კუჭში ბოტოქსის ინექციის შემდგომი სერიოზული გართულება, ვინაიდან ეს პროცედურა ტარდება ენდოსკოპიურად

ვისთვის არის მიზანშეწონილი  კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი?

მანიპულაცია განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უჭირს დიეტის დაცვა, ჭირდება ახალი მოტივაცია წონის დასაკლებად. აგრეთვე იმ ხალხისთვის, ვისაც აქვს მორბიდული სიმსუქნე, თუმცა ქირურგიული ჩარევას ურჩევნია მარტივი მანიპულაცია ჩაიტაროს

რა დროს არის უკუნაჩვენები კუჭის ბოტოქსი?

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების შემთხვევაში,(კუჭის წყლულოვანი დაავადება) აუცილებელია ამ დაავადებებისგან განკურნება და მხოლოდ შემდეგ არის შესაძლებელი მანიპულაციის ჩატარება

კონსულტაცია უფასოა.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 10 44 44

მის: ჩაჩავას 1 /ლუბლიანას 5

ამავე თემაზე