2020-07-29 11:08:12
"ვიცი ვინ შეჰყვა მდინარეში, ჯერ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ხოლო შემდეგ მდინარეში ჩაახრჩვეს​" – შაქარაშვილის ბიძა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი ჯერ სცემეს და მერე მდინარეში დაახრჩვეს. როგორც „ტვ პირველზე“ საუბრისას ნიკოლაძემ განაცხადა,  ინფორმაცია პირადი წრეებიდან მოიპოვა. ის პასუხისმგებლობას „ტოიოტას“ მგზავრებს აკისრებს.

"ჩვენ ვდავობთ იმას, რომ ჯერ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ხოლო შემდეგ მდინარეში ჩაახრჩვეს​. თუ მიიყვან, თავს ჩააყოფინებ, ესეც ხო დახრჩობაა? ეს ინფორმაცია არის ჩემი პირადი წრეებიდან მოპოვებული, რომ ბავშვი ცემის შემდეგ ჩაახრჩეს, ყველაფერი ვიცი“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

იგი აცხადებს, რომ იცის ვინ შეჰყვა გიორგის მდინარეში, თუმცა ამჟამად პირების დასახელებისგან თავს იკავებს.

ამავე თემაზე