2020-07-29 10:55:00
16 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციელს, რომელმაც ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის დროს 16 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლადო ფრიდონაშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

მას ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით წაუყენეს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7დ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე